მიხეილ დუნდუა: მთავრობას უპრეცედენტო საპენსიო რეფორმის განხორციელება აქვს დაგეგმილი

მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა მომავალი წლიდან აქტიურად ამოქმედდება, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა. მიხეილ დუნდუა იმ რეფორმაზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, ეკონომისტის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმა იძლევა საშუალებას შეიქმნას გრძელვადიანი რესურსი ლარში. ეკონომისტი მსგავსი სახის ნაბიჯს ლარის გამყარების ერთ-ერთ მთავარ პირობად თვლის.
“მთავრობას დაგეგმილი აქვს უპრეცედენტო საპენსიო რეფორმის განხორციელება. დაგროვებითი პენსია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების დიდი რაოდენობით მოცულობას და გრძელვადიანი რესურსით ლარში, საქართველო ამ შემთხვევაში გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა, იმისათვის, რომ გადაიჭრას პრობლემა მხოლოდ საპენსიო რეფორმით შევძლებთ ამას. 7 თვეში საბანკო სექტორმა საცალო სესხები გაზარდა ერთი მილიარდი ლარით, ბოლო სექტორში მიღებული მოგება აღემატება იმას, რაც 2013 წლამდე არსებობდა, ეს თავისთავად კარგია, რომ საბანკო სექტორი ვითარდება, მაგრამ საქართველო პირველ ადგილზეა ბანკის ვალის სიჭარბით, ჩვენ გვაქვს სამომხმარებლო სექტორი, საბანკო სესხი ხშირად არის მოკლევადიანი სესხი და ეს არაა ხელსაყრელი ბიზნესისთვის, ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რათა მოხდეს ინვესტირება ქვეყანაში. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა სექტორის განვითარება, საჭიროა საპენსიო რეფორმის ჩატარება. სანამ არ გადავალთ ამ სისტემაზე მუდმივად ვიქნებით ამ ვითარებაში. ეს ყველაფერი ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველი სიბერის თვალსაზრისითაც”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები