გიორგი გახარია: ევროპა და მთელი მსოფლიო ეცნობა რვა ათასწლიან ღვინის კულტურას, რომელიც საქართველოში გვაქვს

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
როგორც მინისტრმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი, კულტურული ღონისძიება, რომელმაც საქართველო, როგორც ღვინის აკვანი უნდა გააცნოს ევროპას და მთელ მსოფლიოს. „მთავარი ის გახლავთ, რომ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა შესანიშნავი გამოფენა, რომელიც 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ყველაზე მთავარი კი ამ გამოფენაში ის არის, რომ წარმოჩინდება 8 ათასწლიანი უწყვეტი ღვინის კულტურა, რომელიც საქართველოში გვაქვს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამოფენა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში იმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს ხსნის. საქართველო ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.
გამოფენის ფარგლებში, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ მეღვინეობის სამშობლო სწორედ საქართველოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები