შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა”,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღიმართა წითელი ალმები. ზღვაში შესვლა, შესაბამისად, აკრძალულია.
წყალზე მაშველები სიტყვიერადაც აფრთხილებენ მოქალაქეებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ. საშტორმო მდგომარეობის მოხსნისთანავე, საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები