“ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი”

“ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უმჯობესია ყველა პარტიას ჰქონდეს დეკლარირებული ყველა შემოსავალი.

“ქართულ ოცნებას” ყველა შემოსავალი დეკლარირებული აქვს, შესაბამისად კითხვები უნდა გვქონდეს იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველდღე დადიან რეგიონებში, დღე და ღამე აგიტაციას ატარებენ და ამ დროს თურმე არანაირი შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული, რაც არის ძალიან ცუდი. რაც შეეხებათ კონკრეტულ პირებს, რომელთა შემოსავლების მიმართ ეჭვი გაჩნდა, მათ პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები