“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის თქმით, ფონდმა “იავნანამ” ბრალდებებს უნდა უპასუხოს

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ფონდმა “იავნანამ” საჯარო სივრცეში მათ მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებზე კომენტარი უნდა გააკეთოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ფონდის ირგვლივ.
“შეძრწუნებული ვარ და ამ ყველაფერზე რომ ექსპერტმა ან იურისტმა გააკეთოს კომპეტენტური კომენტარი, ფონდმა “იავნანამ” უნდა გააკეთოს განცხადება, მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე. შესაძლებელია, რომელიმე სამართლებრივი გარემოების მიმართ არსებობდეს ალტერნატიული აზრი და ეს აზრი დასაბუთებული იყოს დოკუმენტურად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილს წარმოადგენს. ერთი მხრივ, შესაბამისმა სტრუქტურებმა, მეორე მხრივ – ფონდმა “იავნანამ” საჯარო სივრცეში მათ მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებზე უნდა მოახდინოს რეაგირება და გააკეთოს კომენტარი. მნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძე გამოეხმაუროს ამ ფაქტს, ვინაიდან საზოგადოება იმსახურებს ამას. როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორე მხრივ არსებობს ბრალდებები და ამ ბრალდებებს ობიექტური გამოხმაურება უნდა მოყვეს”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

PosTV-ს საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძესა და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.

საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.

საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-მ დღეს გამოაქვეყნა, დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“, ჯამში, სულ რაღაც, 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.

“თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ „იავნანასთვის”, დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, ფეშენებელურ ავტოპარკსა და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით”, – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები