ბათუმში ბინის შეძენა დღეში 15 ლარადაა შესაძლებელი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სამშენებლო კომპანია „ანთა დეველოპმენტის“ გაყიდვების ოფისი გაიხსნა.
„ანთა დეველოპმენტი“ ბათუმში სამშენებლო კომპლექსს „დუო თაუერსს“ აშენებს. გაყიდვების ოფისი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით იმუშავებს და მომხმარებელს ბათუმში ბინას შესთავაზებს, რომლის ფასიც დღეში 15 ლარიდან იწყება.
„ბათუმში ბინა ყველასათვის სასურველია. ყოველდღიურად იზრდება აქ მოთხოვნა კომფორტულ და მაღალი ხარისხის ბინებზე. ჩვენ გვინდა, რომ საშუალო შემოსავლიან ოჯახებს საშუალება მივცეთ საკუთარი ბინა ჰქონდეთ ბათუმში. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს სპეციალური განვადების პირობები შევთავაზეთ და უპრეცედენტო ფასად საკუთარი ბინის ყიდვის შესაძლებლობა მივეცით. ჩვენი ოფისის თანამშრომლები მომხმარებელს ახალი ბინის შეძენაში დაეხმარებიან და მათთვის სასურველ გადახდის ფორმასაც შესთავაზებენ,“ – აცხადებენ „ანთა დეველოპმენტში“.
„დუო თაუერსი“ მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონებით, ბავშვთა გასართობი პარკებით იქნება მოწყობილი. მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს და მომხმარებელს საჩუქრად ბინების 3D დიზაინი გადაეცემა. კომპლექსში განთავსებული იქნება სუპერმარკეტები, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, ბანკი და მომხმარებლისათვის ყველაზე მოთხოვნადი სერვისები. „დუო თაუერსს“ ასამდე მანქანაზე გათვლილი საკუთარი პარკინგიც ექნება.
ასევე ამოქმედდა „ანთა დეველოპმენტის“ ცხელი ხაზიც, რომელზე დარეკვაც მომხმარებელს სასურველ დროს შეეძლება. ცხელი ხაზის ნომერი: 591 777 444.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები