“საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ვაშინგტონში, აშშ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება და მას უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს ვაშინგტონში, აშშ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებისა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ასევე, რუსეთს კვლავ მოუწოდა, საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და “სამხრეთ ოსეთიდან” 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.
“ეს განცხადება უაღრესად მხარდამჭერი განცხადებაა საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ქარტიის ფარგლებში მოხდა და ქარტიის ბოლო სესია სწორედ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე რეაგირება. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს მნიშვნელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და ძალიან აქტიურად უნდა იხილებოდეს საქართველოს პრობლემატიკა და ფიქსირდებოდეს მკაცრი პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები