“იმედია, ოდესმე ციხეში ჩაჯდები” – სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის შესახებ მომზადებულ ფილმს მწვავე რეაქციები მოჰყვა

PosTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ თაობაზე მომზადებულ ფილმს, რომლითაც PosTV-ი ფონდ „იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს, სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ეხმაურებიან.
ისინი პაატა ბურჭულაძეს მწვავედ აკრიტიკებენ და მოითხოვენ, რომ ფონდის საქმიანობით სამართალდამცველები დაინტერესდნენ:
ცოტნე გამსახურდია: „შოკში ვარ… ვიცოდი, რომ კაცობის ნატამალი არ ეცხო, მაგრამ ასე თუ იყო, ვერ წარმომედგინა! აუცილებლად უყურეთ „იავნანას“ აფიორას და გააზიარეთ. სად მიდის ჩვენს მიერ შეწირული თანხები?”;
მეგი გოცირიძე:„ აუცილებლად უყურეთ! ეს ნაძირალა ცოტა ხნის წინ დიდი თეატრის სამხატვრო ხელმღძვანელად დაინიშნა!”;
მათე გაბიცინაშვილი: „პაატა ბურჭულაძეზე ფილმი ვნახე. აი ამასხა ტვინში. თავმოყვარე ქვეყანა ჩამოათრევდა ამ გარეწარს და ციხეში გამოკეტავდა. ყველა პოლიტიკური ჟონგლიორისთვის თითით მისათითებელი უნდა იყოს ეს არაკაცი, ვინც ხატებს და რელიგიას ამოფარებული ფარისევლობს ამ ქვეყანაში და სინამდვილეში კი ძარცვავს ხალხს. ასევე სამაგალითოა ბურჭულაძის შემთხვევა მთავრობისთვის. ალბათ ანახებენ პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მაგ ვიდეოს და ოდესმე მიხვდებიან, რომ მთავრობის ხელმძღვანელები არიან და არა ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორები. ხანდახან მართლა მგონია, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ტურიზმის ხელმძღვანელობის მიღმა არ წარმოუდგენიათ. ბანკები ხალხს ძარცვავენ. მიკროსაფინანსოები ხალხს ძარცვავენ. მათგან გაძარცვული ხალხის იმედად თითქოს მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციები არსებობენ, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია “იავნანა” ამხელა აფიორაში არის მხილებული.
საოცარია, მაგრამ დილით ფაშისტი სტივ ბენონის დაანონსებული ინტერვიუს ნაწყვეტი ვნახე, სადაც ასეთ რამეს ამბობს: “თქვენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე (hate crime) გინდათ საუბარი? გაჭირვებული ადამიანების წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური დანაშაული არის ყველაზე დიდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ ქვეყანაში.” პაატა ბურჭულაძე – Paata Burchuladze ნაბ….რი ხარ და იმედია ოდესმე ციხეში ჩაჯდები ამისთვის!”;
გიორგი არობელიძე : „ბავშვობაში ფული ვიპოვე, ღმერთს მადლობათქო და ბურჭულაძის ფონდში 100 ლარი გადავრიცხე, ამაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია”;
 
გია აბაშიძე:„ Postv investigation claims that Paata Burchuladze, opera singer who unsuccessfully tried to become a politician and now heads a opera treatre in Russia, is a crook. His charity has laundered & embezzled million!
PosTV-ის ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც წარუმატებლად ცდილობდა გამხდარიყო პოლიტიკოსი და რომელიც ახლა რუსულ საოპერო თეატრს ხელმძღვანელობს, თაღლითია. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ჩამოირეცხა, მან მილიონები მიითვისა.”;
თამუნა შანიძე:„ სულ ვფიქრობ რა სჯით ამ ხალხს რატომ სვრიან ქაქში საკუთარ სახელს ეს ხომ ყველაზე მაგარი სიმდიდრეა რაც შეიძლება დააგროვო ცხოვრებაში!”;
რეზო რეხვიაშვილი: „ამან არჩევნებზე კინაღამ ახალი ეთნოკონფლიქტი გაგვიძრო და მანამდე რეები უკეთებია.წარმომიდგენია, ასეთი რამ ხოსე კარერასს ან პლაჩიდო დომინგოს რომ ეკადრებინათ(დავუშვათ), ხომ დაიწვებოდა სირცხვილით მთელი ესპანეთი!”;
 
გიორგი ბერეჟიანი: „დღესაც ფულს ვუყრით ამ ნაგავს! ამ ქვეყანას სახელმწიფო როგორ უნდა ერქვას? თაღლითი ნაგლად აგროვებს მაყუთს!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები