სამართალდამცავებმა ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

“ქართველთა მარშის” აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლადო სადღობელაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს, – ამის შესახებ აქციაზე „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ „ქართველთა მარშის“ მონაწილეები პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ დაშენობის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები