“ქართველთა მარშის” მონაწილეები აქციას მართავენ

“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ და შენობის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ სურთ, შეხვდნენ მმართველი პარტიის წევრებს და მათთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
მათივე განმარტებით, თბილისის მერობის კანდიდატმაც უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით.
მანამდე აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” შენობასთან და მოითხოვდნენ აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის შეჩერებას საქართველოში. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივია და აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ებრძვის ეროვნულობას. აქციის მონაწილეთა სურვილის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ისინი ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ეზოში არ შეუშვეს. სამართალდამცველები ასევე იმყოფებიან კახი კალაძის შტაბთან. ჯერჯერობით აქციაზე რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები