საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვინინგმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მზაობა გამოხატა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის საქართელოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა საქართველოში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. დენიელ ტვინინგის განაცხადებით საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს ადგილობრივ არჩევნებს დამკვირვებლები ეყოლება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე. „ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე საქართველოში, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და იმაზე, თუ რა შეგვიძლია ერთობლივად გავაკეთოთ ქართული დემოკრატიისა და ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვინინგმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიან. საპარლამენტო დელეგაციის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები