რას აცხადებენ “თიბისი ბანკში”, რომლის დაყაჩაღებასაც 30 წლამდე მამაკაცი თვითმკვლელობამდე შეეცადა

30 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ თავი მოიკლა, 1 საათით ადრე, წერეთლის გამზირზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა. თუმცა, ბანკის დაცვის თანამშრომელმა დანაშაული აღკვეთა.
როგორც „კვირას“ „თიბისი ბანკში“ განუცხადეს, შეიარაღებული პირი წერეთლის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალში დღის მეორე ნახევარში მივიდა და დაყაჩაღებას შეეცადა. „დაცვის თანამშრომელმა დანაშაული მომენტალურად აღკვეთა. მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რაც „საქართველოს ბანკში“ მოხდა“, – აცხადებენ „თიბისი ბანკში”.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ორივე ფილიალი, სადაც შეიარაღებული პირი ყაჩაღობას შეეცადა, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს. როგორც „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან. მისივე თქმით, მამაკაცის ცხედარი ლ. სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი.
განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები