მესაზღვრეებისთვის საპილოტე სასწავლო კურსი – “ველური ბუნების დაცვა და კონსერვაცია” ჩატარდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინიციატივითა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით, მესაზღვრეებისთვის საპილოტე სასწავლო კურსი – “ველური ბუნების დაცვა და კონსერვაცია” ჩატარდა. ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელი, ნათია ჯავახიშვილი უძღვებოდა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარ საფრთხეებს, საქართველოში გავრცელებულ სახეობებს, ხშირად გამოვლენილ კანონდარღვევებსა და მათთან ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებს გაეცნენ. კურსის ფარგლებში მსმენელებმა რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს და შედეგები სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს.
ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ია პაპიაშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები