“მრავალეროვანი საქართველო” ცესკოსგან საარჩევნო სუბიექტებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას სთხოვს

“მრავალეროვანი საქართველო” ცესკოსგან საარჩევნო სუბიექტებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას სთხოვს, – ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განისაზღვრა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები უნდა განისაზღვროს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ გაითვალისწინა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში – 11 სექტემბერს ჩაატარა. მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისისას. „მრავალეროვნამა საქართველომ“ მოითხოვა, საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა.
რაც გულისხმობს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებას. აღნიშნულის მიზნით, ორგანიზაციამ ცესკო-ს მიმართა თხოვნით, რათა მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უზრუნველყოს წილისყრა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის თანაბარუფლებიან გარემოში წარმართვას. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები