დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბორის მინცის ინსტიტუტის და თელ-ავივის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება იყო „მცირე გარდამავალი ეკონომიკები: ლოკალური პასუხები გლობალურ გამოწვევებზე”.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი სამთავრობო რეფორმები და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები გააცნო.
მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენების შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, მონტენეგროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ ლუკშიჩი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები