“მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არის”

“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის”, – ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გადასცა, თუმცა მის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები