პირი, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღებას შეეცადა

შეიარაღებული პირი, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე „თიბისი ბანკის“ დაყაჩაღებას შეეცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს.
„თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. პოლიცია განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთ-ნახევარში უკვე  შემთხვევის ადგილას  იმყოფებოდა.
შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თავდამსხმელი არის ის პირი, რომელიც დღეს თბილისში, ასევე წერეთლის გამზირზე, „თი-ბი-სი“ ბანკის დაყაჩაღებას შეეცადა“ ,- აცხადებს თეა პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები