თბილისის მერია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში მდებარე გაჩერება მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული, შშმ პირთათვის მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პანდუსი.
მასთან, ახალი გაჩერება მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებულ უსაფრთხოების ახალ კუნძულზე. ორივე გაჩერება ერთ კვადრატში მოექცევა და ქვეითთა გადასასვლელებიც შესაბამისად დაიხაზება. ახალი გაჩერების მოსაწყობად ტერიტორიაზე ერთი ძირი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო. პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაირგვება 1 600 ხე-მცენარე, მათ შორის, ყველა იმ ადგილას, სადაც ადრე ჭადრის ხეები იყო, კვლავ ჭადრები დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები