სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა

უკრაინის პოლიციამ ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებმაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად „შეგინის“ გამშვები პუნქტი გადაკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს სამინისტრომ გაავრცელა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ უკრაინის სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევა, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ფიზიკური ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები