“კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიდან, არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს მოუტანს”

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც სარგებელს მოუტანს მმართველ პარტიას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესატანი ცვლილებებიდან 20 საკითხია, რომელიც აძლიერებს ოპოზიციურ პარტიებს. “20 საკითხი შემიძლია ჩამოგითვალოთ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიდან, რომელიც აძლიერებს ოპოზიციურ პარტიებს. მაგალითად, საგამოძიებო კომისია, პროპორციული სისტემა და ა.შ. არც ერთი საკითხი არ არის, რომელიც მმართველ პარტიას მოუტანს სარგებელს.
არც ერთი წინადადება არ არის ასეთი და ეს აჩვენებს, თუ როგორი ხარისხიანია ეს დოკუმენტი” – განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 23 საკითხიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოგზავნა, 20 საკითხი გათვალისწინებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები