ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციამ პოზიტიური როლი ვერ შეასრულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არის ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რათა მათ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა შანსი რაიმე სიკეთე გაეკეთებინათ, მაგრამ მათ პოზიტიური როლი ვერ შეასრულეს.
“ვეცდებით, არ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა კი, ბატონო, ვცადოთ კიდევ ერთხელ. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენჯერმე კონტაქტი ოპოზიციურ პარტიებთან, დავსვით საკითხი, რომ მოეწოდებინათ თავიანთი ვერსია, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვფიქრობ, წინასწარი განზრახვა იყო ოპოზიციის, რომ არ ყოფილიყო კონსენსუსი.
ოპოზიციას არ სურს მონაწილეობის მიღება ამ პროცესში. ოპოზიციას ჰქონდა შანსი რაიმე სიკეთე გაეკეთებინათ, მაგრამ მათ პოზიტიური როლი ვერ შეასრულეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.