13 წარმატებულ სტუდენტს „კრისტალმა“ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა (ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობაში „კრისტალის“ საზაფხულო სკოლის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სწავლების შედეგად პირველ ეტაპზე გამოვლინდა 13 წარმატებული სტუდენტი, რომელსაც „კრისტალმა“ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.
როგორც „კვირას“ „კრისტალში“ განუცხადეს, 2017 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ მეოთხედ გამართა საზაფხულო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების სწავლებასა და დასაქმებას. სწავლა ორიენტირებული იყო კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარის გამომუშავებაზე, რომელიც  ინოვაციური და უახლესი პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით წარიმართა.
პროექტს უძღვებოდნენ „კრისტალის“ ტრენერები, უმაღლესი რგოლის მენეჯერები და მოწვეული კონსულტანტები.  სამკვირიანი სწავლების შემდგომ, საზაფხულო სკოლის 19 მონაწილიდან პირველ ეტაპზე 13 სტუდენტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
სს მისოკრისტალი“ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის გენერალური სპონსორია, რომლის დახმარებითა და ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა და ღონისძიება გაიმართა, მადლიერების ნიშნად მუზეუმმა სს მისოკრისტალს“ მადლობის სიგელის გადასცა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და თანადგომისათვის.

 

   

   

   

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები