ფონდ “იავნანას” ოფისთან მისულ ჟურნალისტებს კარი არ გაუღეს

ცოტა ხნის წინ ფონდ “იავნანასთან” მისულ ჟურნალისტებს კარი არ გაუღეს. ჟურნალისტებს სურდათ ფონდის ფინანსური მაქინაციების თაობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ფონდის პასუხები მოესმინათ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. დაცვამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ოფისში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა და შესაბამისად ის კარს ვერ გააღებდა.
შეგახსენებთ, რომ PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი “იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხილა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები