“მიხეილ სააკაშვილი არის საკმაოდ ნიჭიერი შოუმენი და აღარ არის ქართული პოლიტიკისთვის აქტუალური”

“მიხეილ სააკაშვილი არის საკმაოდ ნიჭიერი შოუმენი, რომელიც დადასტურდა რამდენიმე დღის წინ. ისევე როგორც ნებისმიერი შოუ, ის არის რეალობას მოწყვეტილი“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის წარსულის პოლიტიკოსი. ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის უკრაინული მხარის პრეროგატივა და საქართველო უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას
„დღეს მიმდინარე პროცესები არის უკრაინის საკანონმდებლო სივრცეში. სამწუხაროდ, სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ფიგურა დახატა წარსულის პოლიტიკოსად. ის აღარ არის ქართული პოლიტიკისთვის აქტუალური“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები