სამშენებლო კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს – „ამწეები გამართული იყო“

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „მეტროს“ წარმომადგენელი – რაულ კახაძე აცხადებს, რომ ამწეები გამართული იყო და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.
„ამწეები გამართული იყო. მშენებლობაზე დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ამას გამოძიებაც დაადგენს. მუშები დაზღვეულნი იყვნენ და პოლისით გათვალისწინებული თანხის პარალელურად, ოჯახები კომპანიისგან კომპენსაციას დამატებით მიიღებენ. მინდა მივუსამძიმრო კომპანიის სახელით გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით შედეგებს“, – აცხადებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში მომხდარი შემთხვევის გამო, ორი მუშა დაიღუპა, სამუშაოები შეჩერებულია.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ამწეს ბეტონი სპეციალური ავზით გადაჰქონდა და ბაგირი გაწყდა. მისივე თქმით, მუშები მე-8 სართულიდან გადმოცვივდნენ.
„მე გვერდით ამწეზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევა მოხდა. ბეტონი ამწეს სპეციალური ავზით გადაჰქონდა, დანადგარზე ისხდნენ ახალგაზრდები, გაწყდა ბაგირი და მუშები, ბეტონთან ერთად, მერვე სართულიდან გადმოვარდნენ, ორივე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილზე მივედით“, – ამბობს თვითმხილველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები