გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 9 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
”თელასის” ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ბაქრაძის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები