„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც ”კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 12:30-დან 12:50 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1054 აბონენტს ავჭალის მასივში, ავჭალის აგარაკებზე, ზაჰესსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 14:00 საათამდე – 105 აბონენტს დიღომში ფიროსმანის და ჩარგალეთის ქუჩებზე, 14:30-დან 15:00 საათამდე – 1054 აბონენტს გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალის აგარაკებზე, ზაჰესსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11 სექტემბერს, 17:00-დან 18:30 საათამდე, 910 აბონენტს წეროვანში, ჩარდახში, სხალტბასა და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები