პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია. საკანონმდებლო ორგანო ირაკლი მექვაბიშვილს თანამდებობაზე 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.გენერალურ აუდიტორს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5-წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები