მაშველებმა მდინარე რიონში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინეს

ქუთაისში, მდინარე რიონში 13 წლის მოზარდი ჩავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდს მდინარის პირას ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. იქ მყოფებმა ბავშვის წყლიდან ამოყვანა ვერ შეძლეს, რის გამოც სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები გამოიძახეს.
სამაშველო ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ ბავშვი მდინარიდან უვნებლად ამოიყვანეს. მას ემოციური შოკი აქვს მიღებული, რის გამოც სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები