ხელვაჩაურში დაცემული პირუტყვი ვეტერინარული წესით განადგურდა

ხელვაჩაურში გუშინ ნაპოვნი დაცემული პირუტყვი ვეტერინარული წესით განადგურდა – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა.
უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურში კარანტინი გამოცხადდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2013 წლის შემდეგ, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებულმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას ჯილეხის კანის ფორმა ჰქონდა, რაც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განუვითარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები