გაგი მოსიაშვილი: მსჯავრდებული პირების ახლობლები მოწმეების მოსყიდვას ცდილობენ

კორტების საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებული პირები მოწმეების დაშინებას და მოსყიდვას ცდილობენ.-განაცხადა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა. როგორც ოჯახის ადვოკატი განმარტავს, ეს ინფორმაცია მისთვის რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.

“ჩვენთან მოსულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მას კორტების საქმეზე მსჯავრდებული ოჯახის წევრები ემუქრებიან. ჩვენ პრესკონფერენციის დამთავრების მერე საგამოძიებო ორგანოს მოვთხოვთ მომხდარზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ მოვთხოვთ პროკურატურას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, დროული, ადეკვატური და ეფექტური გამოძიება დაიწყოს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. ადვოკატი არ ასახელებს იმ მსჯავრდებული პირის ვინაობას, ვის შესახებაც მოწმემ მათ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები