ხულოში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია იგეგმება. აჭარის მთავრობის  ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამდენიმე მიმართულებით გაიშალა.
სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებში 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელია ჩართული. სამუშაოებს მძიმე ტექნიკაც აწარმოებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები