ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კმ-ზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს მისასვლელი გზა გამოერეცხა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები