ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა. მეცხრამეტე საუკუნის ნაგებობის ნახევარზე მეტი დამწვარია. დაიწვა ეკლესიაში არსებული ძველი ხატებიც. ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები