ბესელია სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე: მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება

მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიამ შესაბამისი კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე გააკეთა.
,,უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. სააკაშვილმა მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები – სასამართლო განხილვა გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმსაჯულების მიერ. ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ პირველ სექტემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები