დაბა ჯვარში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში (ხოკოს უბანი), შემოწმების მიზნით გაჩერებულ ცემენტმზიდს, ვიზალური დათვალიერებით, დალუქული და დაზიანებული ჰქონდა ლუქები. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტომანქანის მისაბმელში, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი აღმოაჩინეს.
მძღოლმა ვერ წარმაოდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი აქტი, ხოლო ავტომანქანა დაილუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები