პრეზიდენტი ჯარისკაცებს – მადლობა არჩევანისთვის, რომ გადაწყვიტეთ ემსახუროთ სამშობლოს რთულ სფეროში

„მადლობა არჩევანისთვის, რომ გადაწყვიტეთ ემსახუროთ სამშობლოს რთულ სფეროში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაცხადა და ჯარისკაცებს მიმართა.
”თქვენ დღეს დადეთ ფიცი, და შეჰფიცეთ ჩვენს დროშას, ჩვენს სახელმწიფოს და ერს ერთგულება. მაგრამ ეს დროშა თქვენ ხელში მოგცათ საქართველოს მოქალაქეებმა. თქვენ ემსახურებით თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავის დაცულობას თქვენს თავგანწირვასა და თავდადებაში ხედავს. იყავით მათი ერთგული, თქვენ მათი დამცველები ხართ. როდესაც თქვენ იცავთ სახელმწიფოს, თქვენ აბსტრაქტულ ღირებულებებს არ იცავთ, არამედ, თქვენ იცავთ ამ ადამიანებს, რომლებმაც თქვენში დაინახეს მტრისგან დამცველი და თქვენს იმედად აშენებენ მომავალ საქართველოს. დღეს ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი თანამებრძოლების გამოჯანმრთელებაზე, ვშრომობთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ერთიანი საქართველოსთვის იყოს მშვიდობიანი. დღეს ჩვენ ვიღწვით, რომ თქვენი პროფესიონალიზმით, მშვიდობით გავაერთიანოთ ეს ქვეყანა. მადლობა არჩევანისთვის, რომ გადაწყვიტეთ ემსახუროთ სამშობლოს რთულ სფეროში”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები