თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება.
უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები