ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი იცვლება

საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონია, სადაც კომპანია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 360 000 ლარიან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვარკეთილი 3-ში მაგისტრალურ წყალსადენს და ყველა განშტოებას შეცვლის, რაც ჯამში 2.8 კმ-ია. გარდა ამისა ახალ ქსელზე ურდულები დამონტაჟდება, რაც მინიმუმადე შეამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.
ვარკეთილის რაიონში სამუშაოები 29 აგვისტოს დაიწყო და ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.
შეგახენებთ რომ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს, რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები