შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაა ჩართული

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაა ჩართული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მათივე თქმით, ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი დილიდან მუშაობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ. ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები