საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი საქართველოში ოქტომბერში გაიმართება

საქართველოში, ოქტომბრის თვეში, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. რომელშიც მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
დაგეგმილ ფორუმთან დაკავშირებით, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ასევე მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესფორუმში მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
ფორუმის მოსამზადებელი ღონისძიებების განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ფორუმზე ჩვენს ქვეყანაში არსებული პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებების წარმოჩენა მოხდეს, რაც საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები