შს მინისტრი: კახეთში ყველა ხანძარი ლოკალიზებულია

„კახეთში ყველა ხანძარი ლოკალიზებულია“, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა ასევე, კომენტარი გააკეთა ხულოში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. “ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ნარჩენი მონაკვეთები მთლიანად კონტროლდება, კვამლი არ ნიშნავს, რომ ხანძარი კვლავ ვრცელდება. შუადღისას, როცა ტემპერატურა პიკს აღწევს, გვქონდა პატარ-პატარა კერების აალებები, მაგრამ მალევე მოვახდინეთ ლიკვიდაცია.
ლიკვიდაციაა შილდაში, ასევე ხანძარი ლოკალიზებულია თუშეთში, ხულოში კიდევ დაემატა ასი მაშველი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოსახლეობისთვის არ არსებობს იმ მიდამოებში სადაც ხანძარი იყო. ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან და ინტენსიურად მუშაობენ. კლიმატური პირობები გვაჩვენებს რამდენ ხანს დარჩებიან, მთავარია არ იყოს ქარი და ამინდმა ხელი შეგვიწყოს”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები