ირაკლი კოვზანაძე: ლარის დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს

ირაკლი კოვზანაძის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლარის კურსის დევალვაციას გამოეხმაურა,, უნდა გამოვეხმაურო ლარის კურსის დევალვაციას, ბოლო პერიოდში რაც ხდება.
უნდა გითხრათ, რომ დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მოვლენას აქვს დროებითი და მოკლევადიანი ხასიათი.
მოგეხსენებათ თქვენ, რომ საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსი და ამიტომ მოძრაობა აი მიმართულებით შეიძლება იყოს ორმხრივი, როგორც ლარის გამყარების ასევე დევალვაციის კუთხით, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ხედავდა, რომ ჩვენ გვქონდა ლარის გამყარება. ამ თვალსაზრისით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად არ დაუშვა ლარის მკვეთრი გამყარება და პრაქტიკულად შეძენილი იქნა თითქმის 110 მილიონი დოლარი და ამით შევსებული იქნა ეროვნული ბანკის რეზერვები რითიც მხარი იქნა დაჭერილი ფინანსურ სტაბილურობას და ასევე მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში, ამ თვალსაზრისით იქნა სწორედ ეს ნაბიჯი გადადგმული.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში, ეს არის აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისში რა მოვლენასაც აქვს ადგილი ეს მხოლოდ შეიძლება აიხსნას მოლოდინით, ფსიქოლოგიური ფაქტორით, მოგეხსენებათ, რომ არსებობდა საერთო-ზოგადი მოლოდინი იმისა, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, რასაც ადგილი ჰქონდა, ხოლო სექტემბერში გაუფასურდებოდა, აგვისტოს ბოლოს სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა ზუსტად ამ დაბალი კურსის პირობებში განახორციელეს დამატებითი შესყიდვები, რამაც ზედმეტი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე და ამ თვალსაზრისით გვაქვს ის მოვლენა რასაც გუშინ და რამოდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა და თითოეული ჩვენთაგანი ვხვდებით.
ეს იყო სიგნალი მათთვის, ვისაც უნდოდა, რომ აგვისტოში შედარებით დაბალ კურსზე შეესყიდა დამატებითი დოლარები.
მინდა გავიმეორო და ცალსახად აღვნიშნო, ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს.
გარდა ამისა, გუშინ გამოქვეყნდა სტრატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 4%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, 7 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 4,4% -იანი ზრდა, მივდივართ კარგი ტემპით, კარგი ზრდა გვაქვს ტურიზმში და ტურიზმიდან შემოსავლებით იზრდება ექსპორტი, იზრდება გადმორიცხვები ე.წ. რემიტენსები. რაც ყველა პარამეტრით არის კარგი მონაცემი, პარლამენტში შემოსულია ასევე და უახლოეს დღეებში თითოეულ კომიტეტში და პარლამენტის ფრაქციებში განხილვა დაიწყება 6 თვის ბიუჯეტის და თქვენ ნახავთ იქ რომ გადაჭარბებით არის შესრულებული როგორც საგადასახადო შემოსავლები, ასევე მთლიანი შემოსავლები. ამ თვალსაზრისით თქვენ ნახავთ, რომ პრაქტიკულად ბიუჯეტის ძირითადი მუხლები, მთლიანი მუხლები სრულდება და პრობლემა ამ თვალსაზრისით არ არის.
აქედან გამომდინარე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ის მოვლენა, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარის კურსთნ დაკავშირებით ჩვენ ვხედავდით და ვაწყდებოდით, არის დროებითი და მოკლევადიანი ხასიათის.”-განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები