გიორგი მღებრიშვილი: ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია

ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე რჩება და განაგრძობს მუშაობას.
„დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება – ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, მიუხედავად ამისა, ყველა სამსახური, რომელიც აქ არის მობილიზებული, მუშაობას  ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. შტაბის წუხანდელ თათბირზე პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს შემოგვემატა  თავდაცვის სამინისტროს 100-კაციანი პირადი შემადგენლობა. ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში, სადაც ფეხითაც კი შეუძლებელი იყო გასვლა. ახლა იქ ტექნიკა მუშაობს და სახანძრო მანქანებს აქვთ საშუალება, ცეცხლის კერებამდე მიახლოების. ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა, რადგან ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ დარჩენილი წვრილ-წვრილი კერები ხელით დასამუშავებელია. ასე რომ, ჩვენ 24- საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, -აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები