ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი დღით ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი დღით ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
„სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ შაბანოვმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 27 აგვისტოს დილამდე დახურული იქნება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის პუნქტები“, – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-9 წლისთავი აღნიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალში „საზეიმო ღონისძიებები“ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები