ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა კვლავ დაშვებული იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. შესაბამისად, დედაქალაქის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები