მსურველებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირებისთვის საკვების მიტანა სპეციალურ შტაბში შეუძლიათ

ბოლო დღეების განმავლობაში ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების სურსათითა და წყლით მომარაგების სურვილს არაერთი კომპანია და მოქალაქე გამოთქვამს.
მსგავსი სურვილის შემთხვევაში, მათ საკვების დატოვება ბორჯომში, სპეციალურად შექმნილი შტაბის ტერიტორიაზე შეუძლიათ, სადაც მუშაობს ჯგუფი, რომელიც მეხანძრე-მაშველებისთვის საკვების უშუალოდ მიწოდებას უზრუნველყოფს.
თუმცა, როგორც „კვირას“ სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში განუცხადეს, ადგილზე საკვებისა და წყლის საკმარისი მარაგია და ამ კუთხით დამატებითი დახმარების საჭიროება არ დგას.
„სასიამოვნოა, რომ როგორც მოქალაქეები, ასევე კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, საკვებითა და წყლით მოამარაგონ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანები. თუმცა, ამ დროისთვის, საკვებისა და წყლის რესურსიც საკმარისია ადგილზე და დამტებითი სურსათით დახმარების საჭიროება არ გვაქვს“, -აღნიშნავენ გუბერნიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები