გიგლა აგულაშვილი: ბორჯომის ხეობაში, სტიქიური უბედურების ფონზე, ადამიანების ცალკეული ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას

„ბორჯომის ხეობაში უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ და ადამიანების ცალკეული ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას“, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შემთხვევები სავარაუდოდ, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების მიერ არის განხორციელებული.
“ჩვენმა თანამშრომლებმა გამოავლინეს არაერთი ადამიანი, სამწუხაროდ, კანონი არ მაძლევს მათი დასახელების უფლებას. ესენი არიან მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადამიანები, მაგრამ მოვა დრო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს. ამის შემდეგ შევძლებთ, რომ ამ ადამიანების ვინაობა ყველამ გაიგოს. უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ და ადამიანების ცალკეული ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას. ჭრიან უკანონოდ ხეებს და ამუშავებენ მათ”, – განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები