„ჩერნოვეცკის ფონდმა“ მზრუნველობამოკლებული ბავშვების განათლების გაღრმავების მიზნით ახალი პროექტი წამოიწყო

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ მზრუნველობამოკლებული ბავშვების განათლების გაღრმავების მიზნით ახალი პროექტი წამოიწყო. „განათლება ბავშვების ნათელი მომავალია“, – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც გულისხმობს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას ახალგაზრდებისთვის.
პირველი საგანმანათლებლო ლექცია საქართველოს საკანონმდებლო მუშაობის სპეციფიკის გაცნობას გულისხმობს. კურსი ორდღიანია. პირველ დღეს მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდები გაეცნენ თეორიულად საკანონმდბლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკას და საქართველოს ისტორიული მმართველობის ფორმებს, ხოლო მეორე დღეს ეწვივნენ პარლამენტს, სადაც თავად საპარლამენტო წარმომადგენლის საშუალებით დაათვალიერეს პარლმენტის ისტორიული საკომიტეტო და პლენარული სხდომის დარბაზები, შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და მოისმინეს ორგანოს მუშაობის სპეციფიკა. „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონიდი“ მსგავსი ტიპის საგანმანთელბლო კურსის – „განათლება ბავშვების ნათელი მომავალია“ გაგრძელებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები