ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა. „მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი მუდმივად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში.
ამავდროულად, ჩვენ კავშირებს დავამყარებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაეროში არიან წარმოდგენილნი.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ვითარდება და ყველასთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს, მათ შორის საქართველოსთან”, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები